
|
მიკრობოჭკო |
|
რა არის მიკრობოჭკოვანი ქსოვილი? მიკრობოჭკოვანი ქსოვილი არის თანამედროვე გამოგონება, რომელიც წარმოადგენს პოლიესტერისა და პოლიამიდის ნარევს. იგი პირველად 90–იანი წლების დასაწყისში შვედეთში გამოიგონეს და მას შემდეგ მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება. წარმოების მოცულობის ზრდისა და ტექნოლოგიების დახვეწის შედეგად შესაძლებელი გახდა წარმოების ღირებულების რამოდენიმეჯერ შემცირება. შედეგად მიკრობოჭკოვანი ქსოვილი ხელმისაწვდომი გახდა მრავალი, მათ შორის ქართველი მომხმარებლისათვის. |
|
შედგება თმაზე 100–ჯერ უფრო წვრილი, ძალიან მტკიცე და მსუბუქი ძაფებისაგან. ამის გამო იგი მჭიდროდ ეკვრის ზედაპირს, აცილებს მას ჭუჭყს და აკავებს ბოჭკოებში.
ევროპასა და ამერიკაში, მიკრობოჭკოვანი ქსოვილი მზარდი პოპულარობით სარგებლობს ავტოინდუსტრიასა და საოჯახო მეურნეობაში. მიკრობოჭკოვანი ქსოვილი არის საოცრად ეფექტური და ეკონომიური საწმენდი საშუალება, უსაფრთხოდ და სწრაფად ამშრალებს, წმინდავს ცხიმოვან ლაქებს, იღებს მტვერსა და ჭუჭყს.
იგი არის ეფექტური, საწმენდი საშუალება, რადგან მჭიროდ ეკვრის ნებისმიერ ზედაპირს და პირწმინდად წმინდავს მას. იგი ისრუტავს ჭუჭყსა და სითხეს და ბოჭკოებში აკავებს მას. არ ტოვებს ჭუჭყისა და სითხის კვალს, არ ტოვებს წვრილ ძაფებს. მიკრობოჭკოვანი ქსოვილის გამოყენებით წმენდა–რეცხვა მოსაბეზრებელი საქმიანობის ნაცვლად სასიამოვნო პროცესად იქცევა.
იგი არის ეკონომიური და მომხმარებლისა და გარემოსათვის უსაფრთხო, რადგან იდეალურად წმინდავს ყოველგვარი ძვირადღირებული ქიმიკატების გამოყენების გარეშე. რამოდენიმეჯერ უფრო დიდხანს გაძლებს ვიდრე ბამბის პირსახოცი. ასევე დაგიზოგავთ ძვირადღირებულ ქაღალდის პირსახოცებს რომელიც ძირითადად გამოყენება მინის ზედაპირების წმენდის პროცესში.
იგი არის უსაფრთხო, ნებისმიერი ზედაპირისათვის, რადგან შედგება ძალიან მსუბუქი და თმაზე 100–ჯერ უფრო წვრილი ძაფებისაგან. იგი ისრუტავს ჭუჭყის ნაწილაკებს და აკავებს მათ ბოჭკოებში ამიტომ, ჭუჭყის ნაწილაკები არ ფხაჭნის ზედაპირს როგორც ბამბისა და სხვა ტიპის საწმენდი ტილოების დროს ხდება.
მოვლა–რეცხვა
მიკრობოჭკოვანი ნაჭერი შეგიძლიათ გარეცხოთ წლის ჭავლით. თუ დაინახეთ რომ მისი შეწოვის ეფექტურობა შემცირდა, გარეცხეთ იგი საპნით, ან სარეცხი მანქანით თბილ ან ცხელ წყალში, ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილების გამოყენებით.
საპონი, ისევე როგორც ცხელი წყალი ხსნის ბოჭკოებს და უშვებს ჭუჭყს გარეთ. ძალიან ცხელი წლით გარეცხვის შემთხვევაში, მუქი ფერის მიკრობოჭკოვანი პირსახოცი შეიძლება ოდნავ გაფერმკთალდეს. არ გამოიყენოთ ქსოვილის დამარბილებელი საშუალება, რადგან იგი იწვევს ბოჭკოების დალუქვას. ასევე არ გამოიყენოთ უთო. |

