
|
მიკრობოჭკო |
|
რამდენად ეკონომიურია მიკრობოჭკოვანი ქსოვილი?
წარმოების მოცულობის ზრდისა და ტექნოლოგიების დახვეწის შედეგად შესაძლებელი გახდა წარმოების ხარჯები რამოდენიმეჯერ შემცირება და იგი ხელმისაწვდომი გახდა ფართო მომხმარებლისათვის. მართალია იგი უფრო ძვირადღირებულია ვიდრე ბამბისა და სხვა ქსოვილები, თუმცა მიკობოჭკოვანი ქსოვილის გამოყენება უფრო ეკონომიურია, რადგან იგი წმინდავს ზედაპირს ძვირადღირებული ქიმიკატების გამოყენების გარეშე და რამოდენიმეჯერ უფრო გამძლეა ვიდრე ბამბის პირსახოცი.
როგორ გამოვიყენოთ?
მიკრობოჭკოვანი პირსახოცი გამოიყენება მშრალი ან წყლით ოდნავ დასველებული. იგი არ უნდა იყოს ძალიან სველი, რადგან ამ დროს ბოჭკოები სავსეა წყლით და აქედან გამომდინარე შემცირებულია მისი შეწოვის შესაძლებლობა. მიკრობოჭკოვანი ქსოვილი ამშრალებს შეხებით ამიტომ წმენდა–გამშრალების პროცესში ძალის დატანება საჭირო არ არის.
დაბინძურების გადატანის თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენეთ ცალკე პირსახოცი სამზარეულოსათვის, ცალკე სააბაზანო ოთახისათვის და ასე შემდეგ.
რა ვქნათ თუ გაწმენდისას ტოვებს ძაფის ნაწილაკებს?
მიკრობოჭკოვანი ქსოვილი შედგება მართალია ძალიან წვრილი მაგრამ ამავე დროს ზემტკიცე ძაფებისაგან, შესაბამისად მიკრობოჭკოვანი ქსოვილი გაწმენდისას არ და ვერ დატოვებს ძაფის წვრილ ნაწილაკებს. თუ თქვენ მაინც შეამჩნიეთ ასეთი მოვლენა მისი მიზეზი შეიძლება იყოს ორი. პირველი – დამზადების, კერძოდ კი ქსოვილის დაჭრის პროცესში ქსოვილმა შეიძლება მიიკრას ძაფის ნაწილაკები, ამიტომ პირველი მოხმარების წინ წყალში გაავლეთ ან დაფერთხეთ. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს სარეცხ მანქანაში მიკრობოჭკოვანი პირსახოცის რეცხვა სხვა ჩვეულებრივ ქსოვილებთან ერთად, ამ დროს მან შეიძლება მიიკრას სხვა ქსოვილებისაგან ძაფის ნაწილაკები, ამიტომ ეცადეთ მიკრობოჭკოვანი ქსოვილი არ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში სხვა ქსოვილებთან ერთად.
რითი ჯობია სხვა ქსოვილს?
ა) გააჩნია ჭუჭყის შთანთქმის უდიდესი ძალა, მილიონობით მცირე მიკრობოჩკო მთლიანად იწოვს ჭუჭყს საგნების ზედაპირიდან რაც იძლევა სრული სისუფთავის მიღწევის საშუალებას ბ) არ კაწრავს საგნის ზედაპირს და არ ტოვებს ძაფის წვრილ ნაწილაკებს გ) ადვილად ირეცხება დ) არის მრავალჯერადი გამოყენების ე) მრავალფუნქციურია, შესაძლებელია ერთი ასეთი ჩვრის სხვადასხვა ზედაპირის გასაწმენდად გამოყენება ვ) არ საჭიროებს სხვადასხვა ქიმიური საწმენდი საშუალებების გამოყენებას თ) მიკრობოჭკოვანი პირსახოცი არა მხოლოდ ასუფთავებს და აპრიალებს სარკეების, მინების, ფაიფურის, ბროლს და სხვა ნივთებს არამედ ანიჭებს განსაკუთრებულ ბზინვარებას რადგან ცხიმის ნაწილაკებს არ ტოვებს მასზე.
თუ ერხელ ცდით მიკრობოჭკოვან ქსოვილს მაშინვე მიხვდებით მის უპირატესობას და სხვა ტიპის ქსოვილებს აღარ გამოყენებთ.
რისთვის გამოიყენება?
გამოიყენება სააბაზანო ოთახსა და სამზარეულოში. მეტალის, კაფელის, ტყავის, შუშის ზედაპირების, კარადების, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის, LCD ტელევიზორებისა და სხვა ნებისმიერი სათუთი ზედაპირის გასაწმენდად. ბროლისა და ვერცხლის ნაკეთობების გასაპრიალებლად.
მიკრობოჭკოვანი ქსოვილი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ჩვეულებრივი პირსახოცი ტანისა და თმის გასაშრობად (მათთვის ვისაც არ სურს ფენის გამოყენება), სახის კანის წმენდისათვის, მაკიაჟის მოსაცილებლად და სხვა.
მიკრობოჭკოვანი პირსახოცი ასევე ფართოდ გამოიყენება ავტომანქანის გასარეცხად. მიკრობოჭკოვანი პირსახოცით თქვენ შეძლებთ 4-ჯერ უფრო სწრაფად გაასუფთავოთ მანქანის ზედაპირი სხვადასხვა ლაქებისგან., გაამშრალოთ მანქანა ზედაპირის დაზიანების გარეშე, გაასუფთავოთ მანქანის სალონი და სხვა.
სხვადასხვა მიზნებისათვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მიკრობოჭკოვანი ქსოვილი.
როგორ დავიცვათ თავი ყალბი მიკრობოჭკოვანი პირსახოცის შეძენისაგან?
იმის გამო რომ მიკრობოჭკოვანი ქსოვილი უფრო ძვირი ღირს ვიდრე სხვა ტიპის, ხშირია შემთხვევა რომ მიკრობოჭკოვან ქსოვლის მიმსგავსებული ტილოები იყიდება ან ტილოს დასახელება არის მიკრობოჭკოს მიმსგავსებული. ქ. თბილისში ბაზრობებსა და მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადსხვა ფირმის მიკრობოჭკოვანი ქსოვილი, იშვიათად თუმცა არის ყალბი ტიპის ქსოვილებიც. ნამდვილი ქსოვილის გარჩევა რთული არ არის, ვინც იცის თუ როგორი უნდა იყოს სხვადასხვა ტიპის მიკრობოჭკოვანი ქსოვილი. თავის დაზღვევის მიზნით გირჩევთ შეიძინოთ ქართული წარწერით, რომელზეც მითითებულია www.microfiber.ge ინტერნეტ მისამართი. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო სქელია მიკრობოჭკოვანი ქსოვილი მით უფრო ეფექტურია და შესაბამისად უფრო ძვირი ღირს.
რატომ უნდა შევიძინოთ თქვენი პროდუქცია?
ჩვენს მიერ მოწოდებული მიკრობოჭკოვანი ტილოები, უფრო სქელია და შესაბამისად უფრო ეფექტური, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი ბაზარზე არსებული სხვა ანალოგიური პროდუქტი. ჩვენ ვართ კონცენტრირებული მხოლოდ მიკრობოჭკოვან პროდუქციაზე, ვყიდულობთ პირდაპირ მწარმოებლისაგან და ვაკეთებთ მსხვილი პარტიების იმპორტს, ამიტომ ჩვენ მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტს ვაწვდით დაბალ ფასად.
|
